6 დეკემბერს ზუგდიდის მერიის სხდომათა დარბაზში ასოციაცია ”მერკურმა” და HunanDoc Foundation–მა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ძალადობის მსხვერპლთა პირველი თავშესაფრის გახსნის საპატიო ცერემონია გამართეს.
თავშესაფარისთვის განკუთვნილი შენობის რეალბილიტაცია და თავშესაფრის ფუნქციონირება უზრუნველყოფილია პროექტის "ოჯახში ძალადობის პრევენციის სისტემის გაძლიერება და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში" ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
6 დეკემბერს ასოციაცია ”მერკურსა” და შპს ”ბეიბი ლაინის” შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება.
კომპანია ”ბეიბი ლაინი” გახდა ასოციაცია ”მერკურის” და HunamDoc Foundation-ის ერთობლივი პროექტის "ოჯახში ძალადობის პრევენციის სისტემის გაძლიერება და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში" ფარგლებში გახსნილი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის გენერალური სპონსორი. ”ბეიბი ლაინის” წარმომადგენლები დაესწრნენ თავშესაფრის გახსნის ცერემონიას და გადასცეს საჩუქრები: ბავშვთა მოვლის და ქალის ჰიგიენის საშუალებები.
ა/წ. 8 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა ტრენინგი სამცხე–ჯავახეთის რეგიონის პოლიციელებისთვის, ახალციხეში.
ტრენინგი განხორციელდა ასოციაცია "მერკურისა" და HumanDoc Foundation-ის ერთობლივი პროექტის "ოჯახში ძალადობის პრევენციის სისტემის გაძლიერება და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში" ფარგლებში. რომელსაც უძღვებოდა ქართველი ტრენერი რ. პაჭკორია და პოლონელი პოლიციელი კ. ადამეცი