8 დეკემბერს ჩხოროწყუს გამგეობაში გაიმართა ასოციაცია "მერკურის" კვლევის „სოციალურ სერვისებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში“ ანგარიშის პრეზენტაცია.
6 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით ასოციაცია "მერკურისა" და პოლონური ორგანიზაციის "HumanDoc Fundation"-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ზუგდიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილის, სენაკის, ფოთის, აბაშის და ხობის მუნიციპალიტეტებში მომუშავე პოლიციელებს ჩაუტარდა 2-დღიანი ტრენინგი ოჯახში ძალადობაზე.
20 სექტემბერს ასოციაცია "მერკურმა" თურქ პარტნიორ ორგანიზაცია TUFAK-თან ერთად განახორციელა პროექტ "კულტურის ელჩები"-ს ფარგლებში დაგეგმილი საერთაშორისო ფესტივალი. პროექტის მხარდამჭერია კულტურის ცენტრი "ოდიში".