Get Adobe Flash player

დონორები

სიახლეები

6 დეკემბერს ზუგდიდის მერიის სხდომათა დარბაზში ასოციაცია ”მერკურმა” და HunanDoc Foundation–მა   სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ძალადობის მსხვერპლთა პირველი თავშესაფრის გახსნის საპატიო ცერემონია გამართეს.
თავშესაფარისთვის განკუთვნილი შენობის რეალბილიტაცია და თავშესაფრის ფუნქციონირება უზრუნველყოფილია პროექტის "ოჯახში ძალადობის პრევენციის სისტემის გაძლიერება და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში" ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. 
თავშესაფრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ პოლონელი სტუმრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ოფიციალური პირები და საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები
HumanDoc Foundation - პროექტის განმხორციელებელი პოლონური მხრიდან - არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2010 წლიდან აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს საქართველოში, უკრაინაში, ყირგიზეთში, ავგანეთში, სირიაში, პალესტინაში, ლიბანში და ვენესუელაში. 
ასოციაცია ”მერკური” – პროექტის პარტნიორი საქართველოში, მუშაობს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე 2007 წლიდან. 
თავშესაფრის სპონსორია შპს „ბეიბი ლაინი“, რომელიც ახორციელებს ბავშვთა მოვლის აქსესუარების, ჰიგიენური პროდუქციის და კოსმეტიკის იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოში ბრენდებზე „CANPOL BABIES” , CANPOL BABIES” და ტორუნის ქარხნის TZMO S. A. წარმოებულ ბრენდებს BELLA, SENI. ასორტიმენტის 100% პოლონური მწარმოებლების პროდუქციისგან შედგება.

b_225_150_16777215_00_images_24775020_1541699415911117_6668830315276089058_n.jpgb_225_150_16777215_00_images_24852227_1541697772577948_8523104983821009229_n.jpgb_225_150_16777215_00_images_24852283_1541697912577934_6197440508802903645_n.jpgb_225_150_16777215_00_images_24852628_1541698272577898_5056093118274360902_n.jpgb_225_150_16777215_00_images_24862126_1541699329244459_4645257791568201310_n.jpgb_225_150_16777215_00_images_24862508_1541700842577641_2290251882809232290_n.jpgb_225_150_16777215_00_images_24899680_1541698369244555_8551631790209147109_n.jpgb_225_150_16777215_00_images_24899917_1541697642577961_1085663550717926947_n.jpgb_225_150_16777215_00_images_24991212_1541699419244450_3806681582938761315_n.jpg