Get Adobe Flash player

დონორები

სიახლეები

6 დეკემბერს ასოციაცია ”მერკურსა” და შპს ”ბეიბი ლაინის” შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება.
კომპანია ”ბეიბი ლაინი” გახდა ასოციაცია ”მერკურის” და HunamDoc Foundation-ის ერთობლივი პროექტის "ოჯახში ძალადობის პრევენციის სისტემის გაძლიერება და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში" ფარგლებში გახსნილი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის გენერალური სპონსორი. ”ბეიბი ლაინის” წარმომადგენლები დაესწრნენ თავშესაფრის გახსნის ცერემონიას და გადასცეს საჩუქრები: ბავშვთა მოვლის და ქალის ჰიგიენის საშუალებები.
შეგახსენებთ, შპს ”ბეიბი ლაინი” ახორციელებს ბავშვთა მოვლის აქსესუარების, ჰიგიენური პროდუქციის (მათ შორის, ქალის ჰიგიენური საშუალებები, მწოლიარეთა მოვლის პროდუქტები) და კოსმეტიკის იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოში ექსკლუზიური ხელშეკრულებების საფუძველზე. ბავშვთა მოვლის ბრენდზე „CANPOL BABIES” ექსკლუზივი აქვთ სამხრეთ კავკასიაზე (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი). მათ მიერ იმპორტირებული პროდუქცია გამოირჩევა ევროპული ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასებით. ამჟამად ასორტიმენტის100% პოლონური მწარმოებლების პროდუქციისგან შედგება. ამარაგებენ როგორც ყველა სააფთიაქო ქსელს, ასევე სხვადასხვა ინდივიდუალურ აფთიაქსა და მაღაზიას და ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურ“-ს.მათი საქონელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იყიდება. განსაკუთრებული ადგილი ასორტიმენტში ეთმობა ბავშვთა მოვლის ბრენდ „CANPOL BABIES” და ტორუნის ქარხნის TZMO S. A. წარმოებულ ბრენდებს BELLA, SENI etc.

b_200_150_16777215_00_images_24862487_1541725532575172_1922780351503629599_n.jpgb_225_150_16777215_00_images_24862629_1541747959239596_5282550256158366952_n.jpgb_225_150_16777215_00_images_24899881_1541748162572909_1593082292001936477_n.jpgb_200_150_16777215_00_images_24991194_1541725495908509_87638690323076819_n.jpg