Get Adobe Flash player

დონორები

სიახლეები


ასოციაცია „მერკური“, ფონდ FILIA-ს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, აცხადებს ფოტო ნამუშევრების კონკურსს სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. კონკურსის თემაა ”ქალი სოფელში”

კონკურსის წესები:
ფოტო უნდა ეხმიანებოდეს კონკურსის თემატიკას;
ფოტო არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს მესამე პირის პირად უფლებებს.
ფოტო არ უნდა იყოს მოძიებული ინტერნეტში, არ უნდა იყოს შექმნილი კომპიუტერული პროგრამის დახმარებით.
კონკურსში მიიღება როგორც ფოტოკამერით ისე მობილურით გადაღებული ფოტოები;
კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 3 ფოტო;
კონკურსანტის ასაკი 16 დან 20 წლამდე
კონკურსში მონაწილეობა უფასოა.
მონაწილეები ფოტოს გამოგზავნით ადასტურებენ, რომ არ არღვევენ სხვა პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას (ასოციაცია ”მერკური” იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. დავის შემთხვევაში, მონაწილე თავად აგებს პასუხს).
ასოციაცია ”მერკურს” უფლება აქვს გაასაჯაროოს გამარჯვებულების ვინაობა და მის მიერ კონკურსზე წარმოდგენილი ფოტო
ფოტოების გამოგზავნა შეგიძლიათ 22 ივლისიდან 17 სექტემბრის ჩათვლით
ხმის (ლაიქების) მიცემის პროცედურა გაიმართება 21 სექტემბრიან 27 სექტემბრის ჩათვლით
ფოტო წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად ასოციაცია ”მერკურის” ფეისბუქ გვერდზე (www.facebook.com/associationmerkuri) შეტყობინების სახით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე Этот адрес электронной почты защищен от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.
ფოტოს გამოგზავნისას მონაწილემ აუცილებლად უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, ასაკი და მობილურის ნომერი.
ფოტო, რომელიც არ აკმაყოფილებს კონკურსის წესებს, სამწუხაროდ, არ აიტვირთება საკონკურსო ალბომში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ სამუშაო საათებში 2 20550 ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით Этот адрес электронной почты защищен от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.
გამარჯვებული გამოვლინდება სოციალური ქსელის მეშვეობით
15 ოქტომბერს სოფლის ქალთა საერთაშორისო დღეს საუკეთესო ფოტოების გამოფენა მოეწყობა.