Get Adobe Flash player

დონორები

სიახლეები

ა/წ 27 ნოემბერს ზუგდიდის არტ გალერეაში გაიმართა გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონია. ასოციაცია „მერკურმა“, ფონდ FILIA-ს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, 2014 წლის ივლისში გამოაცხადა კონკურსი სამეგრელოს რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებისთვის ოჯახში ძალადობის თემაზე –  საუკეთესო სტატიის/ ტელე ან რადიო სიუჟეტის გამოსავლენად. ჟურნალისტების  მონაწილეობის პირობა იყო ტელე, რადიო, ინტერნეტ ან საგაზეთო სიუჟეტის/სტატიის მომზადება და მისი ცენტრალურ ან სამეგრელოს რეგიონის ტელე ან რადიომაუწყებელში, გაზეთში ან ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნება 2014წლის 15 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე.

გამარჯვებული სტატიის /სიუჟეტის ავტორებს გადაეცათ დიპლომი და ფულადი ჯილდო.

ღონისძიება გაგრძელდა პოეზიის საღამოთი ასოციაცია ,,მერკურის’’ მოხალისეებისა და ახალგაზრდა პოეტთა ასოციაციის წევრების მონაწილეობით.