Get Adobe Flash player

დონორები

სიახლეები

კონკურსი ჟურნალისტებისთვის

ასოციაცია „მერკური“,  ფონდ FILIA-ს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს სამეგრელოს რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებისთვის

ოჯახში ძალადობის თემაზე საუკეთესო სტატიის/ ტელე ან რადიო სიუჟეტის გამოსავლენად. 

საუკეთესო სტატიის/სიუჟეტი შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • სტატიის/სიუჟეტის მიუკერძოებლობა, ყველა მხარის პოზიციის წარმოჩენა;
  • ნაშრომის საზოგადოებრივი სარგებელი;
  • ნაშრომის ორიგინალურობა (მათ შორის საკუთარი ძალებით და არა სხვის ინფორმაციაზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაციის სიმრავლე);
  • სტატიაში/სიუჟეტში მოყვანილი სანდო და გადამოწმებული წყაროების სიმრავლე;
  • მკითხველისთვის/მაყურებლისთვის მასალის/სიუჟეტის პრეზენტაციის სტილი;
  • ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა.

ჟურნალისტების მონაწილეობის პირობაა ტელე, რადიო, ინტერნეტ ან საგაზეთო სიუჟეტის/სტატიის მომზადება და მისი ცენტრალურ ან სამეგრელოს რეგიონის ტელე- ან რადიომაუწყებელში, გაზეთში ან ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნება 2014 წლის  15 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე.

გამარჯვებული სტატიის/სიუჟეტის ავტორს გადაეცემა ფულადი ჯილდო  400 ლარის ოდენობით და სერტიფიკატი. ასევე, გამოვლინდება მეორე და მესამე ადგილზე გასული სტატია/ სიუჟეტი (ფულადი ჯილდო  200 და 100 ლარი შესაბამისად).

კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება 2014 წლის 30 ნოემბერს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად

  • ტელე ან რადიოსიუჟეტი წარმოდგენილ უნდა იქნას ელექტრონულ მატარებელზე (CD ან DVD). მასალასთან ერთად უნდა მიეთითოს სიუჟეტის ეთერში გასვლის თარიღი და დრო, ასევე, ის ტელე ან რადიომაუწყებელი და გადაცემა, რომლის ეთერშიც გავიდა სიუჟეტი.
  • ბეჭდვითი მედიის ჟურნალისტმა უნდა წარმოადგინოს იმ გაზეთის ან ჟურნალის originali, რომელშიც გამოქვეყნდა საკონკურსო მასალა.
  • ინტერნეტ გამოცემის ჟურნალისტმა უნდა მიუთითოს ბმული, სადაც განთავსებულია მასალა და, ასევე, წარმოადგინოს მასალის ამობეჭდილი ვერსია.

მასალა უნდა წარმოადგინოთ შემდეგი ფორმატით:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2014 წლის 15 ნოემბრის 14:00 საათისა ასოციაცია „მერკურის“ ოფისში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 92), ფოსტით ან ელექტრონული ფოსტით მისამართზე:   Этот адрес электронной почты защищен от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра. , Этот адрес электронной почты защищен от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.  

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ტელეფონზე 415 220550