Get Adobe Flash player

დონორები

სიახლეები

      Gender Network in Samegrelo Regionfilia_logo.png

 სამეგრელოს რეგიონალური გენდერული ქსელი 

 

         თანამშრომლობის მემორანდუმი

 

გენდერულ საკითხებზე მომუშავე სამეგრელოს არასამთავრობო ორგანიზაციები

აღიარებენ რა რეგიონში გენდერული პრობლემების არსებობას,  მისი გადაჭრის მიზნით  ერთობლივი მოქმედების მნიშვნელობას და მასში მონაწილეობის საკუთარ ინტერესს

თანხმდებიან შემდეგზე:

  • ამ მემორანდუმით ხელმომწერი ორგანიზაციები ქმნიან სამეგრელოს გენდერულ ქსელს (Gender Network in Samegrelo Region) და ადგენენ გენდერულ სფეროში თანამშრომლობის ფარგლებს:

ა) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, დემოკრატიული პრინციპებისადმი პატივისცემის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის იდეის დანერგვის ხელშეწყობა

ბ) სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში ქალთა აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა

გ) ქალთა სამართლებრივი მართლშეგნების დონის ამაღლება, საკუთარი უფლებების დაცვის უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობა.

დ) ქალთა განათლება და ჯანდაცვა

  • მემორანდუმი არ ზღუდავს თანამშრომლობის სახეებსა და ფარგლებს. მხარეებს შეუძლიათ ითანამშრომლონ სხვა საკითხებში თავიანთი ინტერესების შესაბამისად.
  • მხარეთა თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ აქტივობებს: 

ა)საქმიანობის შესახებ ინფორმაციების, სიახლეების, ლიტერატურის, პუბლიკაციების და სხვა ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.

ბ)ქსელში გაერთიანებული ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა შიდა და გარე რესურსების გამოყენებით.

გ)ერთობლივი აქციების, შეხვედრების დაგეგმვა და მოწყობა პრობლებურ და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

დ)ერთობლივი პროექტების მომზადება და მათ განსახორციელებლად დონორების მოძიება სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების მიზნით.

                                                      

  • ქსელის საქმიანობის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიზნით ქსელი აირჩევს გამგეობას წინასწარ შეთანხმებული პრინციპით.
  • მემორანდუმი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს თანამშრომლობა ქსელის ფარგლებში ქსელის წევრებისათვის ერთი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების გზით. თანამშრომლობის შეწყვეტის შემთხვევაში შეუსრულებელ ვალდებულებებს, მოთხოვნებს, უთანხმოებებს და სხვა საკითხებს მხარეები გადაწყვეტენ მოლაპარაკების გზით.
  • მემორანდუმში შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რასაც  ქსელის წევრი ორგანიზაციები დააფიქსირებენ  წერილობით და ხელმოწერით.
  • მემორანდუმი ძალაში შედის ორგანიზაციათა წარმომადგენლების მიერ ხელმოწერის დღიდან. მემორადუმი ხელმოწერილია   ეგზემპლარად, ყველა ეგზემპლარს თანაბარი ძალა აქვს. მემორანდუმის თითო ეგზემპლარი გადაეცემა ყველა მონაწილე ორგანიზაციას.

ხელმოწერები: 

  1. ასოციაცია “მერკური”- ზუგდიდი
  2. საზოგადოებრივი კავშირი “მაცნე” -ჩხოროწყუ
  3. ინვალიდთა ასოციაცია – წალენჯიხა
  4. სამართკლებრივი დაცვის ინსტიტუტი - ზუგდიდი
  5. ასოციაცია “დიოსკურია” -ფოთი
  6. ასოციაცია “ოქროს საწმისი” –ზუგდიდი
  7. ასოციაცია “იმედი” – ზუგდიდი
  8. ასოციაცია “ქსენონი” –ზუგდიდი
  9. საქველმოქმედო ცენტრი “თანაზიარი”
  10. ასოციაცია “სამეგრელო- მედეა”
  11. საინიციატივო ჯგუფი – ხობი
  12. დამოუკიდებელი მედია ცენტრი - ზუგდიდი