ა/წ 20 ივნისიდან 30 ივნისამდე ქობულეთში ჩატარდა ტრენინგი „ოჯახში ძალადობა“, რომელიც განხორციელდა ასოციაცია "მერკურისა" და Humandoc Fundation-ის ერთობლივი პროექტის "ოჯახში ძალადობის პრევენციის სისტემის გაძლიერება და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში" ფარგლებში. ტრენინგს უძღვებოდა ტრენერები Barbara Leszczynska (პოლონეთი) და რუსუდან პაჭკორია (საქართველო), ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სვანეთის , სამცხე–ჯავახეთისა და გურიის რეგიონის საჯარო სკოლების 50–მა პედაგოგმა.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.